არჩილ თალაკვაძე: როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ესე იგი რაღაცას სწორად არ აკეთებთ, მეგობრებო
08-10-2018, 12:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს".

 


„არჩევნების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის, როცა ტელევიზია საარჩევნო სუბიექტს ღიად ემუქრება. ამაზე სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია აუცილებელი იყო. სხვა მაგალითებიც დაგროვდა ბოლო პერიოდში, რაზეც რეაქცია არ არის, ან მიკერძოებულია და ეს ძალიან შემაშფოთებელია. შერჩევითი მიდგომა აზიანებს სამოქალაქო საზოგადოების იდეას.

 

 

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ესე იგი რაღაცას სწორად არ აკეთებთ, მეგობრებო", აცხადებს თალაკვაძემ.

 

 

გვარამიას განცხადებაზე ისაუბრა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორსა და მის მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაშისტები უწოდა.

 

 

ნიკა გვარამიას თქმით, „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ.

 

 

„ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ”, დაწერა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი