მე ვფიქრობ, ზაზა ოქუაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას დაცვის ერთადერთ საშუალებად დარჩა სკანდალური განცხადებების გაკეთება, რომელსაც ადვილად აიტაცებენ ხოლმე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზეა მთელი ორიენტაცია გადასული, აცხადებს უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.
მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფთან" დააკავშირებული ბოლოდროინდელი განცხადებები და აუდიოჩანაწერები „უშნო ოპერაციაა".
„საფრანგეთში, ინგლისში იქნება თუ სხვაგან, საქართველოს ბიზნესმენების მიმართ აქვს დამოკიდებულება, რამაც განაპირობა საქართველოში არბიტრაჟის საერთაშორისო სასამართლოს ფილიალის შექმნაზე მიღებული გადაწყვეტილება და ეს არის, ალბათ, ყველაზე კარგი ინდიკატორი და ყველაზე კარგი პასუხი იმაზე, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენებს.
ძალიან უშნო ოპერაციაა ჩატარებული, შექმნა უცნაური ორგანიზაცია, შემდეგ გადმორიცხა ფული, შემდეგ იქ ჩანთებით ფული გაიტანა და კითხვები თუ არსებობს, ოქუაშვილის მიმართ უნდა არსებობდეს და არა იმ ხალხის მიმართ, ვინც აკანკალებული ხელით რაღაც სურათები გადაიღო, სადაც დღის სინათლეა, თუმცა, საღამოს 8 საათი", ამბობს გიორგი ვოლსკი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.