გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეზე საუბრობს: აქამდე ოდნავ განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს კაცი - უნდა იცოდეს, რომ ამ ტერმინების ხმარება მასვე ცუდად დაუბრუნდება
08-10-2018, 15:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ იმ ფრაზების გამო, რასაც კობახიძე პოლიტიკური ოპონენტების მისამართით იყენებს, მოუწევს „პასუხის გაცემა".

 

 

„ის უპრაგონოდ ისვრის სიტყვებს - ჰოლოკოსტი, ფაშიზმი. აქამდე კიდევ ოდნავ მაინც განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს კაცი და უნდა იცოდეს, რომ ამ ტერმინების ხმარება მასვე ცუდად დაუბრუნდება იმიტომ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, ის არ არის ჩვეულებრივი დეპუტატი, ის არის პარლამენტის თავმჯდომარე და როდესაც ასეთ ფრაზებს ხმარობს ოპონენეტების მიმართ, მას მოუწევს ამ ფრაზებზე პასუხის გაცემა. ამ ფრაზებს აქვს კონკრეტული საერთაშორისო მნიშვნელობა და საერთაშორისო ტკივილი, რაც როგორც ჩანს, კობახიძეს საერთოდ არ ესმის", უთხრა „რუსთავი 2"-ს გიგი უგულავამ.

 

 

ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას, მისი „ფეისბუქის" პირად გვერდზე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო და შემდეგ არასამათავრობო სექტორს ამ განცხადების არდაგმობის გამო, ფაშისტები უწოდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი