თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან „არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს არც ჩვენ და არც საზოგადოებას, რადგან ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან შექმნილი, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ან ხიბლში არიან, ან ვალში“ და სწორედ აქედან გამომდინარე, „პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელის [ნიკა გვარამიას] განცხადებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიჩუმე გასაკვირი არ არის“.
„ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ადამიანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რომ გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატზე. ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები, ცდილობენ, დღეს უკვე იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებიან, გარკვეულწილად მოახდინონ ზეწოლა საზოგადოებაზე და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ჩავტოვოთ იქ, სადაც არიან, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მივახდინოთ ერის გაერთიანება, ჩვენ არ გვჭირდება დაყოფილი საზოგადოება“, განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.