„თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე „მთავარი მაფიოზის" ოთარ ფარცხალაძის „ადვოკატად და პირად პიარშიკად" გადაიქცა.
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაბედეს და გააკრიტიკეს, ისევე როგორ ბევრმა და მათ შორის მეც, ფარცხალაძის მაფია.
ქვეყანაში რომ დადის ეს სიკვდილის ბრიგადები, რომლებიც სარდაფებში ხალხს მიათრევს და გაუპატიურებით ემუქრება და თურმე, როგორ გავბედეთ ჩვენ, რომ ამ „ქართული ოცნების" წმინდათა წმინდა ძროხას, ოთარ ფარცხალაძეს შევეხეთ.
ამაზეა გამწარებული, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე - ადამიანი, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის მთავარი მოდერატორი, რეალურად გადაქცეული არის, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მაფიოზის ფარცხალაძის პირად ადვოკატად და პირად პიარშჩიკად“, უთხრა კუკავამ „რუსთავი 2"-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.