„დამარქვეს რასისტი და ქსენოფობი, რაც არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თუნდაც იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოვადგენდი 30 წლის მანძილზე და რომელმაც ღირსების ორდენი მომანიჭა“, განაცხადა დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მიერ სრულად მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქზე გამოქვეყნებული განცხადებისა და ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„მე მქონდა ელჩებთან ორი შეხვედრა, სადაც გავაცანი გვარამიას ტექსტი. ასევე გამოვთქვი მწუხარება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებთანაც მომავალში მე დამჭირდება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა როგორც პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში არ დაიცვეს ჩემი უფლებები, არც როგორც ქალის. ზღვა ცილისწამებისა და ლანძღვისა წამოვიდა ჩემზე. პირადად მე, სახელით და გვარით დამარქვეს რასისტი და ქსენოფობი, რაც არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თუნდაც იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოვადგენდი 30 წლის მანძილზე და რომელმაც ღირსების ორდენი მომანიჭა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.