მიმდინარე წლის 2-6 ოქტომბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკის შაკეის რაიონის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს - მერს, ედგარას პილიპაიდისს და შაკეის რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ვიოლეტა სიმონავიჩიენეს, ინგა კანაპეცკიენეს, ედვინას ალბერტასს უმასპინძლეს.
ვიზიტის მიზანი იყო დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შაკეის რაიონის თვითმმართველობას შორის მეგობრობის ხელშეკრულების - ურთიერთთანამშრომლობის განზრახულობის ოქმის გაფორმება, რომელსაც ხელი მოაწერეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა და შაკეის რაიონის მერმა ედგარას პილიპაიდისმა. შეხვედრაზე გიორგი თანიაშვილმა და ედგარას პილიპაიდისმა ისაუბრეს ორი ქვეყნისა და ორ რაიონს შორის ურთიერთობაზე და აღნიშნეს რომ, მემორანდუმი სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებას და განათლების, კულტურის, სოციალური და ეკონომიკური კუთხით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ქ.დუშეთში არსებული ძირითადი დაწესებულებები: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, ოლიმპიური სახლი, საჯარო სკოლები, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალები, დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სახელოვნებო სკოლა, ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლი. დაესწრნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ გამართულ კონცერტს.
აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ლიეტვური ენისა და კულტურის ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი დუდაური.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.