ლევან იზორია: ჰიბრიდული გამოწვევების ფონზე ბრიუსელში ქვეყნისთვის წარმატებული ვიზიტის დამალვა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გულსატკენია
08-10-2018, 17:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ბატონ მატისთან ჩემი შეხვედრა, სადაც მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინე, 45 წუთი გაგრძელდა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა ცალკეულმა მედიასაშუალებებმა არ გააშუქეს, რაც გულდასაწყვეტია“, ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

როგორც ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განმარტა, ქვეყნის საგარეო კურსი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია.

 

 

„ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კურსს რასაც ხალხი ირჩევს და რასაც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება ჰქვია. როდესაც ვხვდები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს თავდაცვის მდივანს ბატონ მატისს, რომელიც სასაუბროდ 45 წუთს გვითმობს და ეს შეხვედრა ცალკეულ სტელევიზო საშუალებებში არ შუქდება, ჩემთვის ძალიან გულსატკენი ფაქტია. მე შეიძლება ბრალდებები გაღიმებულმა მოვისმინო, რადგან მართალი ვარ, გარკვეულ კრიტიკას ძალიან მშვიდად და საღი გონებით შევხვდე, მაგრამ ასეთი ფაქტების მიმართ ახსნას ვერ ვპოულობ. ეს არის ზეპარტიული თემა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და გამოწვევა, რომ ამ ჰიბრიდული შემოტევების პირობებში, ჩვენ ერთი ცენტრალური ხაზი გამოვკვეთოთ, სადაც საგარეო კურსს მაქსიმალური ძალისხმევით დავუჭერთ მხარს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინე, არა ჩემთვის ან ჩემი მეგობრისთვის, არამედ, მოსახლეობისთვის, ამის შესახებ კი ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, მოსახლეობის ინფორმირება არ მომხდარა, რაც გულდასაწყვეტია“, განაცხადა იზორიამ, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი