საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის თქმით დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რაც გამოიხატება დიდძალი ფინანსური რესურსის გამოყოფით და ამ ფონზე თავდაცვის სამინისტრო პირნათლად ასრულებს მის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს. ლევან იზორიამ კონკრეტულად დაშავებული ვახტანგ დოლიძის ბრალდებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კითხვები 2013 წელს უკავშირდება, თუკი ვახტანგ დოლიძეს გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები მას შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს, თუმცა თავდაცვის მინისტრის თქმით ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე გადაცდომა და თავდაცვის სამინისტრო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმური წვრთნის დროს გარდაცვლილი კაპრალის, გია ჩაჩუას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით უბედური შემთხვევიდან უმოკლეს პერიოდში განკარგულება გამოიცა, რის საფუძველზეც დაღუპული კაპრალის ოჯახს 8500 ლარის ჩაერიცხა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით ასევე მისი უშუალო გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ხარჯებით განმეორებით ექსპერტიზას უზრუნველყოფს, რათა არ არსებობდეს რაიმე დამატებითი შეკითხვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით თითოეული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის პრობლემას თავდაცვის უწყება ყურადღებით და სრულფასოვნად განიხილავს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.