წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
„წყალტუბოში ხორციელდება ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. საშუალება გვექნება წყალტუბოში ვუმასპინძლოთ მაღალი დონის მატჩებს, რაც ხელს შეუწყობს წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას", აცხადებს გრიგოლ იოსელიანი.
ცენტრალურ სტადიონზე უკვე მოწყობილია თანამდეროვე სტანდარტების ბუნებრივი საფარის მოედანი, სამუშაოები ფესხბურთის ფედერაციამ დააფინანსა. ამჟამად მიმდინარეობს, ტრიბუნების, ლოჟების, სარბენი ბილიკებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 458 000 ლარი.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.