„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართუდან“ მილიონი ლარი ისესხა. ინფორმაცია, რომელიც 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და სალომე ზურაბიშვილის ფინანსურ ანგარიშებშია მითითებული, აუდიტის სამსახურის ვებვერდზე გამოქვეყნდა.
მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის კამპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდიდან 1.89 მილიონი ლარი, მათ შორის 1.43 მილიონი – რეკლამაზე დაიხარჯა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთჯერადად, არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს - არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.
კანონმდებლობის ამ მუხლით 2016 წელს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა, რომელმაც მილიონი ლარი ბანკი „ქართუსგან“ ისესხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.