საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე „დამაჯერებლად ლიდერობს და ძალიან ბევრი ადამიანი, 44%-ზე მეტი ამბობს, რომ არც ერთ შემთხვევაში ხმას არ მისცემს სალომე ზურაბიშვილს“.
სააკაშვილის თქმით, „ეს ნიშნავს იმას, რომ გაყალბება ხდება პრაქტიკულად შეუძლებელი. ამის შანსი არ არსებობს და თუ ივანიშვილი ამას შეეცდება, უკვე ივანიშვილსაც აღარ ექნება არაფრის შანსი“.
„მაგრამ ახლა - განაგრძობს სააკაშვილი - „ქართული ოცნება“ ცდილობს, ე.წ. ქართული ოცნება ცდილობს, იმ პირობებში, როცა არაფერი აქვს სათქმელი ხალხისთვის, თუ რა გააკეთა კარგი, ისევ ძველ სიმღერას, რომ აი, ხალხის დაშინებას, რომ ახლა მოვა სააკაშვილი, ამუნია, ყველას დაგერევათ, გაბოროტებული, გაბრაზებული, რევანშისტი და ა.შ.“
„ახლა შემომხედეთ კარგად მე, და მომისმინეთ. მე და ჩემი ოჯახი ვართ ბოლო რამდენიმე წელიწადი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის მაგალითად ბებიაჩემს, განსვენებულს, ჩამოართვეს, გაუყიდეს ქონება. ჩვენ შეგვიქმნეს უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემები, პრობლემები, რომ მე ამ დევნის გამო, მაგალითად, თვეობით ვერ ვხედავ ჩემს შვილებს, განსაკუთრებით იმ ჩემს შვილს, რომელიც არის საქართველოში და მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე განვიცადე. ერთი რამე ვიცი, 2012-ში მე გადავეცი ხელისუფლება მშვიდობიანად, მე ვიცი, რომ ეხლა ჩვენი ხალხი რომ მოვა ხელისუფლებაში, რაღაც პერიოდის შემდეგ, ხალხი მათ ისევ გაუშვებს, გადაირჩევს, ეს არის ნორმალური სიტუაცია დემოკრატიის. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვინდა ხელმეორედ გვდევნონ, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურ დევნას და შურისძიებას - არა ივანიშვილის გამო და მისი ამ ჯგუფის გამო, ჩვენი ქვეყნის გამო და მათ შორის, პირდაპირი გეუბნებით, ჩემი და ჩვენი მომავალი ინტერესების გათვალისწინებით“, ამბობს სააკაშვილი და ასკვნის, რომ „ამიტომ, ჩვენ გვჭირდება გენერალური პროკურორი, რომელსაც დანიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 10 უცხოელი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, მაღალი კვალიფიკაციის, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას და კორუფციას და ჩვენ ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ ყოველგვარი წარსულში გახედვა არის დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, ამას არ აქვს პარტიული კუთვნილება“.
„როდესაც ისინი საუბრობენ რევანშზე, ეს საუბრობს ის ხალხი, რომელიც ამ ბოღმით მოვიდა ხომ? მაგრამ ჩემი მთავარი კოზირი არის აღმშენებლობა და წინსვლა. მე ვაპირებ მართლაც ამ ყველაფრის განხორციელებას საქართველოში. მე არ ვაპირებ არც ერთი თანამდებობის დაკავებას, მაგრამ ხელს შევუწყობ მოვიდეს ახალი გუნდი, ფუნდამენტურად ახალი გუნდი, კოალიციური მთავრობა და ჩემი პირადი რევანში და ჩემი რევანში იქნება საქართველოს სწრაფი განვითარება და სიღარიბის გადალახვა. მე აღმშენებელი ვარ და არა დამანგრეველი. ახლა ვნახე, რომ, ინგა გრიგოლია ატრიალებდა, შევარდნაძე იძახოდა, რომ სააკაშვილი დაგვიჭერს ყველას - დაშინებული, დამფრთხალი შევარდნაძე, მაგრამ ხომ არ დავიჭირეთ. იმიტომ კი არ დავიჭირეთ, რომ რამე შევუთანხმეთ. შევარდნაძემ ყველაფერი იკადრა ჩემ მიმართ და ღირსი იყო შეიძლება, რომ დაჭერილიყო, მაგრამ მე მჯეროდა მაშინაც, რომ ზედმეტი დაცინვა წარსულზე არის კონტრპროდუქტიული. და ახლა მით უმეტეს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ეს შიშმა ხალხს უნდა გადაუაროს.
„ვუყურებდი „თიბისი ბანკის“ დირექტორის პრესკონფერენიცას, ნუ, აშკარად ფარცხალაძის სარდაფშია ეს კაცი ნამყოფი. და ბევრი ბიზნესმენია, როგორც ჩანს იქ ნამყოფი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი პროკურორის სისტემა, ახალი სასამართლო სისტემა და საზოგადოებრივი შეთანხმება, რომ ყოველგვარი პოლიტიკურ დევნა, ბიზნესტერორი არის საერთოდ გამორიცხული. კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში ეს უნდა დამთავრდეს... მე დაგიმტკიცებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვანაირად ცხოვრება“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.