დავით ბაქრაძე: საქართველოს არ სჭირდება კაბინეტის პრეზიდენტი, საქართველოს არ სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც უცხოეთიდან უყურებდა ქვეყანას
09-10-2018, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ხობში მოსახლეობას შეხვდა.

 


შეხვედრაზე ბაქრაძემ თქვა, რომ სამეგრელო ის რეგიონია, რომელსაც 90-იან წლებში, საქართველოში არსებულმა დაპირისპირებამ ღრმა ჭრილობები მიაყენა. მისი თქმით, ხალხს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც „წარსული ტკივილის მოშუშებასა და საზოგადოების გაერთიანებას შეძლებს".

 


„სამეგრელო ის რეგიონია, რომელმაც განსაკუთრებით მტკივნეულად გაიარა, ჩვენი წარსულის რთული ეტაპი, რომელსაც განსაუთრებით ღრმა ჭრილობები მიაყენა იმ დაპირისპირებამ, რომელიც საქართველოში იყო 90-იან წლებში. ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც კარგად ესმის ჩვენი წარსული, რომელსაც კარგად ესმის ჩვენი თითოეული კუთხის ტკივილი და რომელსაც კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების გამთლიანება და საზოგადოების თითოეულ ნაწილთან ურთიერთობა და დიალოგი. საქართველოს არ სჭირდება კაბინეტის პრეზიდენტი, საქართველოს არ სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც უცხოეთიდან უყურებდა ქვეყანას. ხალხს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ყველასთან ურთიერთობას, რომელიც შეძლებს, წარსულის ტკივილების მოშუშებას და რომელიც შეძლებს, საზოგადოების გაერთიანებას რათა, ერთად ავაშენოთ უკეთესი ხვალინდელი დღე", განაცხადა დავით ბაქრაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი