თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში დაიწყო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, კულტურის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე და მუნიციპალტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები პირველ თამაშს დაესწრნენ, რომელიც ჭოგნარისა და ახალთერჯოლის გუნდებს შორის ქალაქის ცენტრში მდებარე ახლადრეაბილიტირებულ მინი სტადიონზე გაიმართა. ტურნირში 16 გუნდი ოლიმპიური სისტემით მონაწილეობს, ფინალური თამაში კი ტრადიციულად „ღვინის ფესტივალზე“ გაიმართება.
მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდებს შორის სხვადასხვა სპორტული აქტივობის განხორციელებასა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.