ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ინდოეთში გოას არქეოლოგიურ მუზეუმს დაუბრუნდა
09-10-2018, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილმა, ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის ორი წარმომადგენლის თანხლებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 2018 წლის 28 სექტემბერს საქართველოდან ინდოეთში, გოას შტატში ჩააბრძანა. ინდოელ ექსპერტთა ჯგუფის თანდასწრებით, წმინდა ნაწილები ინდოეთის გოას არქეოლოგიურ მუზეუმს დაუბრუნდა.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„ამით, საქართველოს მხარემ შეასრულა 2017 წლის აგვისტოში საქართველოს და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე მასზე ნაკისრი ვალდებულება, წმ. ქეთევან წამებულის წმ. ნაწილების საქართველოში 6 თვით ყოფნის ვადის და 2018 წლის მარტში მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ამ ვადის კიდევ 6 თვით გაგრძელების შესახებ.



ამ ერთი წლის განმავლობაში წმ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებმა საქართველოს ყველა ეპარქიაში იმოგზაურა, სადაც მომლოცველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თაყვანი ეცათ დიდმოწამე დედოფლისათვის.



როგორც ცნობილია წმ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები აღმოჩენილ იქნა 2006 წელს ინდოეთის გოას შტატში მდებარე დაგრასას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. საქართველოსა და ინდოეთს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, საქართველოსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში წმინდა ნაწილები 6 თვის ვადით 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოაბრძანა საქართველოს ელჩმა ინდოეთში არჩილ ძულიაშვილიმა, საქართველოს დელეგაციისა და ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის ორი წარმომადგენლის თანხლებით.

 


2018 წლის მარტში, საქართველოსა და ინდოეთს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, წმინდა ნაწილების საქართველოში ყოფნის ვადა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა.

 


2017 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა“. მასში მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა, გოას მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანის“ დამფუძნებლებმა და პორტუგალიის სპეციალისტებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ ლისაბონის დაგრასას ტაძარში დაცული წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკის კონსერვაციის პროექტში, რომლის რესტავრაციაც მოხდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.



2018 წლის 23 თებერვალი - 24 მარტის ჩათვლით, საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ინდოეთის გოას შტატში გაიმართა მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანი“ (KETEVAN World & Sacred Music Festival), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკალური ხელოვნების წარმომადგენლებმა. ფესტივალის გამართვა ასევე იგეგმება 2019 წელს", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი