აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა და ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, უმაღლესი შეფასება მისცეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მიერ განხორციელებულ რეფორმებს, განაცხადა სოფიო კილაძემ.
"ეს არის საქართველოს თავდაცვის სისტემის წარმატების აღიარება მსოფლიო დონეზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომლის წევრად გახდომა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. მსგავსი შეფასებები უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ის ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი პარტნიორები ხედავენ იმ ნაბიჯებს, რომელთაც საქართველო დგამს ამ კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი წარმატებები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა რ2-ის თავდასხმა თავდაცვის სამინისტროზე და პირადად მინისტრზე. ვფიქრობ, ეს უკავშირდება სწორედ იმ წარმატებას, რომელსაც საქართველომ თავდაცვის სფეროში მიაღწია სწორედ ლევან იზორიას მინისტრობის დროს. სამწუხაროდ, ტელეარხი, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში ობიექტურ, მიუკერძოვებელ ინფორმაციას უნდა ავრცელებდეს, ცდილობს სიცრუის ტირაჟირებით გადაფაროს ის წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ნატოსთან და აშშ-სთან ურთიერთობისა და თავდაცვის რეფორმების სფეროში", აცხადებს კილაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.