ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე - მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ოსურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ სცნო და 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
ამასთან, ე.წ. სასამართლომ მაია ოთინაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
სამი შვილის დედა მაია ოთინაშვილი, რომელიც 29 სექტემბერს დააკავეს, ქართულ მხარეს დღეს სოფელ ერგნეთთან გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.