„შანტაჟი შემიძლია ვუწოდო იმას, რაც ხდება ევროსაბჭოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. რუსეთი არ ასრულებს არც ერთ ნაკისრ ვალდებულებას ევროსაბჭოს წინაშე, არ იხდის საწევრო გადასახადს, რომელსაც სხვა წევრები იხდიან და ამბობს, რომ თუ უპირობოდ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, მაშინ დატოვებენ ევროსაბჭოს", აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.
ჩუგოშვილის თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს წინაშე და თუ ის ამ ვალდებულებებს შეასრულებს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, დაიწყოს საუბარი სანქციების მოხსნაზე და არა სანქციების მექანიზმის გაუქმებაზე.
„საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მის პოზიციას. ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო აცნობიერებს რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ შანტაჟს დაჰყვება ეს ორგანიზაცია და ეს ძალიან მძიმე შედეგი იქნება ყველასთვის. ამიტომ, ამ ვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული დისკუსიები იქნება ამ კვირის განმავლობაში. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ამ ორგანიზაციის სულისკვეთებას ეხმიანება, - ანუ წევრი ქვეყნების ვალდებულებას, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ სტანდარტებს. ჩვენი ქვეყნის დელეგაციის პოზიციაა, რომ მექანიზმი დარჩეს ისე როგორც დღეს მუშაობს. სანქცირების მექანიზმი არ უნდა გაუქმდეს და რუსეთს მოეთხოვოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც სტრასბურგში იმყოფება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.