ლიდერი ქალბატონი იქნება სწორედ თქვენი უფლებების დამცველი, თქვენი ინტერესების დამცველი და თქვენი პრეზიდენტი პირველ რიგში, უთხრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად შეკრებილ ამომრჩეველ ქალბატონებს.
„ახლა ვუყურებ აუდიტორიას და ძალიან ბევრი პოლიტიკით ,სოციალურ-ეკონომიკური პროცესებით დაინტერესებული ქალი არის ამ დარბაზში- ქალები რომლებიც მუშაობენ, რომლები ზრდიან შვილებს, ასწავლიან სკოლებში და რომლებიც დიდ საქმეს უკეთებენ ჩვენს საზოგადოებას. დიახ, ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება სწორედ თქვენი არჩევნები. დღეს მოდის ლიდერი და მონაწილეობს ამ კამპანიაში, ლიდერი ქალბატონი, რომელიც იქნება სწორედ თქვენი უფლებების დამცველი, თქვენი ინტერესების დამცველი და თქვენი პრეზიდენტი პირველ რიგში! ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი“, განაცხადა თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.