ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა კულტურის ცენტრში შეკრებილ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა
09-10-2018, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, ნინოწმინდის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.

 


„სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია“, ამ სიტყვებით მიულოცა ნინოწმინდის კულტურის ცენტრში შეკრებილ მასწავლებლებს პროფესიული დღე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა, რომელიც თავადაც პროფესიით პედაგოგია და წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყოს სკოლის დირექტორიც.

 


ნინოწმინდის კულტურის ცენტრში შეკრებილ მასწავლებლებს პროფესიული დღე ასევე მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

 


ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი