საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში რუსთავში და გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
“ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსთავის განვითარებაზე იზრუნებს. „ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება რუსთავის განვითარება. ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში. თუ, რამე არის საჭირო და წარმატებული დღევანდელ მსოფლიოში, ეს არის რუსთავის ლოჯისტიკური ადგილმდებარეობა, რაც კავკასიის ერთ-ერთ ცენტრად ქმნის. ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება. შემდეგ ამ ყველაფერში ჩავრთავთ მთავრობას, პარლამენტს, უცხოელ ინვესტორებს, უცხოელ პარტნიორებს, რომლებთანაც მე მექნება ურთიერთობა. ეს არის ის, როგორც მე წარმომიდგენია პრეზიდენტი, არა მხოლოდ გაუთავებელ დებატებში ჩართული, არამხოლოდ ვეტომდებელი, არამედ თქვენთან ერთად ფიქრში, თუ როგორ განვავითაროთ ქვეყანა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები, პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.