შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელთან, ზაზა ოქუაშვილთან, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა შედგა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა, რომელსაც თავად ბიზნესომბუდსმენის სტატუსით ესწრებოდა, სოლოლაკში, ბიზნესცენტრში გაიმართა და მას ივანიშვილი, როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი, ისე ესწრებოდა.
„ბიძინა ივანიშვილი იქ იყო როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი, ეს შეხვედრა შედგა ბიზნესცენტრში. ამოცანა და მიზანი ამ შეხვედრის გახლდათ, ადგილობრივი წარმოების დახმარება.
ის გაუბედურებული წარმოება, რომელიც მაშინ გახლდათ, არ მახსოვს ახლა რა ჰქვია ამ წარმოებას, ეს იყო ამ საუბრის ამოცანა, რომელსაც ვადასტურებ და ყოველთვის დავადასტურებ.
ხოლო ყველაფერი რაც შემდეგ მოხდა, ეს არის უკვე ერთი მსახიობის თეატრი და ღიმილის მომგვრელია. მართლა მრავალსერიან კომედიად გადაიქცა ეს ყველაფერი და მზად ვარ ამ კომედიას ვუყურო ბოლომდე, მოთმინებით და ყოველგვარი ემოციების გარეშე", უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.