„ომეგა ჯგუფი“ ბრიტანელი ექსპერტების დასკვნას აქვეყნებს - დასკვნის მიხედვით, კომპანიის საქმეზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები ავთენტურია
09-10-2018, 16:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები ავთენტურია, აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვეს ჩანაწერებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც „ომეგას“ დაკვეთით ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა ბიურომ ჩაატარა.

 

 

კომპანიაში შემავალი კომპანია „ოჯთ"-ის გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, ექსპერტიზა ორ ჩანაწერზე ჩატარდა. პირველი ჩანაწერი ეხება „თბილისის თამბაქოს" მეწილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საუბარს, სადაც ირაკლი ჩუბინიშვილი ჰყვება ადგილობრივი და შემოტანილი სიგარეტის თითო რეალიზებული კოლოფიდან პარტიისთვის გადახდილ 2.5 თეთრზე და ასევე, 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნებისთვის" გადახდილ შავ ფულზე.

 

 

აღდგომელაშვილის განცხადებით, რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, ჩანაწერი ასევე ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარს ასახავს. აღნიშნულ ჩანაწერში ჩუბინიშვილი უყვება მას რომ ბიძინა ივანიშვილთან ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის შემდეგ, თბილისის თამბაქოს 26 მილიონი ლარის საგადასახადო ვალდებულება მოეხსნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი