შალვა ნათელაშვილი - „ჩემი პრეზიდენტობა, ჩემი პოლიტიკაში მოღვაწეობა მთლიანად, არცერთ შემთხვევაში არ დამთავრდება ისე, რომ მე ფოთის პორტი არ დავუბრუნო ფოთელებსა და ქართველ ხალხს“
09-10-2018, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩემი პრეზიდენტობა, ჩემი პოლიტიკაში მოღვაწეობა მთლიანად, არცერთ შემთხვევაში არ დამთავრდება ისე, რომ მე ფოთის პორტი არ დავუბრუნო ფოთელებსა და ქართველ ხალხს“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ფოთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

„ფოთი არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ კავკასიის, შუა აზიის და რეგიონის საზღვაო დედაქალაქია. ფოთს შეუძლია შეინახოს საქართველოსხელა სამი-ოთხი ქვეყანა კიდევ, რომ არ ფუთფუთებდნენ აქ, ყველა ჯურის მთავრობის წარმომადგენლები, ყაჩაღი, ე.წ. ბიზნესმენები და რომ იყოს საშუალება, აქედან მიღებული შემოსავლები გადანაწილდეს ფოთელებზე და საქართველოზე, ვიმეორებ, ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფდა.

 

 

„ჩემი პრეზიდენტობა, ჩემი პოლიტიკაში მოღვაწეობა მთლიანად, არცერთ შემთხვევაში არ დამთავრდება ისე, რომ მე ფოთის პორტი არ დავუბრუნო ფოთელებსა და ქართველ ხალხს და ფოთის პორტიდან მიღებული შემოსავლები არ მოვაქციო ფოთელებისა და მთელი საქართველოს ოჯახებში. აი, ეს გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და არა ის, რომ რამდენიმე სინდისგარეცხილი სამთავრობო ბიზნესმენი, ქვეყნის პრეზიდენტები თუ პრემიერები თუ მმართველი ელიტის წარმომადგენლები ძარცვავენ ჩვენს საზღვაო პორტს და ჩვენს ფოთელებს უკვე მეოთხედი საუკუნეა, და ისიც ვერ შეძლეს, რომ აი, ამ ქალაქში კანალიზაციის და წყალსაწრეტი სისტემები მოეწესრიგებინათ, რათა ყოველი წვიმის შემდეგ აქ გემებს არ დაეწყოთ სიარული“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი