საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს
02-07-2015, 01:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. 11 ქალაქში გახსნილ 19 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში გახსნილ საქართველოში ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესს დააკვირდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.


თამარ სანიკიძის თქმით, გამოცდებისთვის შექმნილმა საგანგებო შტაბმა კარგად იმუშავა, რისი შედეგიც არის ის, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში სიმშვიდე და უსაფრთხო გარემოა უზრუნველყოფილი. მინისტრმა აბიტურიენტებს შეახსენა, რომ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 21 საგანმანათლებლო პროგრამა და მილენიუმის კორპორაციის ფარგლებში სან დიეგოსა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტი ელოდებათ.


მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი 19-ვე საგამოცდო ცენტრში ზუსტად 09.00 საათზე დასრულდა. აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტისთვის განკუთვნილი აქვთ 4 საათი. მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. დღეს ტესტირებას 20 000-მდე აბიტურიენტი გაივლის. ამავე რაოდენობის აბიტურიენტი გამოცხადდება ხვალაც. მაია მიმინოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წელს წინა წლებთან შედარებით უკეთესი შედეგი იქნება.


6 ივლისიდან აბიტურიენტები გამოცდებს ზოგად უნარებში ჩააბარებენ. საგამოცდო პროცესი საქართველოს მასშტაბით 22 ივლისს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი