თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის წინააღმდეგია
09-10-2018, 18:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ არ გვსურს, რომ შეიქმნას პრეცედენტი, სადაც ქვეყანა, რომელმაც უარყო ვალდებულებები და რომელსაც დაკისრებული აქვს შეზღუდვები ევროსაბჭოს მხრიდან, მიიღოს შემსუბუქებული დამოკიდებულება“, ამ სიტყვებით მიმართა თამარ ჩუგოშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე კოლეგებს.

 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სანქციების მექანიზმი არ უნდა გაუქმდეს და რუსეთს უნდა მოეთხოვოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ აუცილებელია, რუსეთი დარჩეს ევროსაბჭოს შემადგენლობაში, თუმცა ევროსაბჭო უნდა იყოს ძლიერი და უპასუხოს კრემლის გამოწვევებს.

 

 

„დოკუმენტში ვცდილობთ ვიპოვოთ კომპრომისი, მაგრამ ეს ცალმხრივი კომპრომისია. ჩვენ არ გვსურს, რომ შეიქმნას პრეცედენტი, სადაც ქვეყანა, რომელმაც უარყო ვალდებულებები და რომელსაც დაკისრებული აქვს შეზღუდვები ევროსაბჭოს მხრიდან, მიიღოს შემსუბუქებული დამოკიდებულება. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს მოხსენება იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის პირობად, რომ მან არ შეასრულოს ვალდებულებები. რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან, გვსურს, ის დარჩეს ევროსაბჭოს შემადგენლობაში, მაგრამ არ გვსურს მოხდეს ეს შანტაჟის, ფინანსური ზეწოლის გზით და ცალმხრივი კომპრომისით. თუ ჩვენ პრობლემის ასეთ მოგვარებას დავუშვებთ, მაშინ ეს დაასუსტებს ჩვენს ორგანიზაციას და დააზიანებს ჩვენს რეპუტაციას. რუსეთის ფედერაცია უნდა დარჩეს ევროსაბჭოში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები და უნდა მოვძებნოთ სხვა გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი განხილვის შემდგომ, ჩვენ შევძლებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უფრო ძლიერი ორგანიზაცია გავხადეთ და არ დავასუსტეთ. მოდით, არ შევცვალოთ წესები, მოდით, მოვძებნოთ ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი