ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ახალაშენებული სკოლა გაიხსნა. სკოლა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან, ადიგენის საკრებულოს თვჯდომარესთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გახსნეს.
ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, არალის ახალი სკოლა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო, 192 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
„ყველას ვულოცავ ახალი სკოლის გახსნას. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია სკოლის გამართული ფუნქციონირებისათვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განათლებული თაობა და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მრავალი სასიკეთო რეფორმა და პროექტი განახორციელოს", განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
სკოლის მშენებლობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია „Rooms“- მა განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.