„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამტრედიაში მხარდამჭერებს შეხვდა.
მან შეხვედრისას განაცხადა, რომ „საქართველოს სჭირდება ცვლილება, საქართველოს ჭირდება მშვიდობა და სიმშვიდე, იმიტომ რომ ეს არის საფუძველი ჩვენი მომავლის. ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ, ჩვენ უნდა ვიაროთ მომავლისკენ".
„დღეს ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩნოს ეს არჩევნები თითქოს არჩევანი გვაქვს ცუდს და უარესს შორის, თითქოს ან უნდა ვიყოთ დღევანდელ ჭაობში, ან გველოდება არეულობა, რევანში და შურისძება. ეს არის სრული ტყუილი და ჩვენი არჩევანი გახლავთ სწორედ ის, რომ ამოვიდეთ დღევანდელი ჭაობიდან შევცვალოთ დღევანდელი ცხოვრება, მაგრამ ეს გავაკეთოთ ყოველგვარი არეულობის, დაპირისპირების და შურისძიების გარეშე. ეს პოლიტიკური ძალა ვართ ჩვენ, ეს არის ჩემი მთავარი დაპირება საზოგადოების მიმართ, რომ აუცილებლად შევცვლით დღევანდელ ცხოვრებას, აუცილებლად წავიყვანთ ქვეყანას წინ, ოღონდ ამას გავაკეთებთ ისე, რომ არანაირი ფორმით არ მოხდება დაბრუნება არასასურველ წარსულში", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.