ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი აფხაზეთშია
09-10-2018, 20:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე რაშიდ კანჯი-ოღლი აფხაზეთშია.

 

 

მისი თქმით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის მასალების გადმოცემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოითხოვეს, თუმცა, მისი მტკიცებით, გადმოცემულ მასალებში მოწმეების სახელები და კონკრეტული მონაცემები წაშლილი იყო.

 

 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველ არხთან ინტერვიუში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სია მათთვის მიუღებელია.

 

 

მისი თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის განახლება ხვალვე არ არის შესაძლებელი, თუმცა დაურ კოვე მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

 

 

„დიახ, მე ვნახე ვიდეო და, ალბათ, თქვენც ნახეთ. ჩვენს ვიდეოში მხოლოდ ადამიანების სილუეტებს ვხედავთ. ადამიანები მოდიან, ვიღაც ვარდება, ვიღაც ისვრის. ჩვენ არ ვამართლებთ ძალადობას. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ დაიღუპა ქართველი და ყველა ბედნიერია აფხაზეთში. ეს ასე არ არის. აღძრული იყო საქმე და ის დაკავებული იყო, მაგრამ ადამიანის დაპატიმრებისთვის საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო.

 

 

სურვილი რომ არ გვქონოდა, მაშინ საქმესაც არ აღვძრავდით. დიახ, დღეს ის იმყოფება აფხაზეთში. მესმის, რომ ინტერპოლით იძებნება, მაგრამ ამ პრინციპით ყველა შეიძლება ინტერპოლის სიაში მოხვდეს. იქ მოხვდნენ 10 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანებიც, ამიტომ არავინაა დაზღვეული ამ სიაში მოხვედრისგან.

 

 

აქაც მინიმუმ ორჯერ დავასახელე ის ვადა, როდის შეწყდებოდა აფხაზეთში აღძრული საქმე. ჩვენ სამჯერ გავუხანგრძლივეთ ამ პირს დაკავების ვადა.

 

 

საქართველოში შეიქმნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. თავიდანვე ვამბობდი, რომ ამ სიის შედგენა პროცესს არ წაადგებოდა და დაძაბავდა სიტუაციას. როდესაც ვნახეთ, რომ ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიაში უკვე კონკრეტული გვარები ჩაიწერა და მოხვდა იმ ადამიანთა გვარები, რომლებიც ათი წელია, არ არიან ცოცხლები, მაშინ ვიფიქრეთ და შესაძლოა, ეს ჩვენი აღქმაა, რომ სიტუაციის დაძაბვა ხდება.

 

 

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს სია ჩვენთვის მიუღებელია. სანამ ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიაში გვარები არ ჩაიწერა, მანამდე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა მიმდინარეობდა და ოთხოზორიას საკითხზეც იყო საუბარი. ჩვენი პოზიციაა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე არ იყოს ცალკე საკითხად ოთხოზორიასთემა. ჩვენ მზად ვართ, რომ ქართულმა მხარემ განიხილოს ოთხოზორიას მკვლელობის საქმე, მაგრამ იმ საკითხის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება ადგილზე სიტუაციის მიმოხილვა.

 

 

ჟენევის მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი ვეძებოთ. საქართველოსთვის და აფხაზეთისთვის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია.

 

 

ჩვენი მიზანი არ არის და არ ვართ მიმართული ჩაშლისკენ. არის ისეთი სიტუაცია შექმნილი, რომ ტექნიკური ხასიათის რამდენიმე შეხვედრა უნდა გავმართოთ“, განაცხადა დაურ კოვემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი