თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა TV პირველის გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არაპირდაპირი გაგებით ლავროვის თანაშემწეა.
ოქრუაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის და მმართველი გუნდის მიერ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„არა მარტო. სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფრის ერთ-ერთი ფლაგმანის წარმომადგენელია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. მისი რიტორიკა ეს არ არის გაუაზრებელი და წამოცდენილი განცხადებები. ეს არის საკმაოდ გააზრებული განცხადებები სხვის წისქვილზე წყლის დამსხმელი და ამავე დროულად საკუთარი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი. ის იყო შერჩეული სპეციალურად ამისთვის. ივანიშვილის მიერ და ვიღაცების მიერ, ვინც ივანიშვილს ეს უკარნახა. სალომე ზურაბიშვილი ბრჭყალებში რომ ვთქვათ და არაპირდაპირი გაგებით ლავროვის თანაშემწეა“, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.