საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, ნიკოლოზ გელაშვილი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკოლოზ გელაშვილმა მის დაქვემდებარებაში არსებული ბორჯომ-ხარაგაულის ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ საშეშე მორის მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 300 ლარი.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.