„შევარდნაძის ნათქვამის - „პროვინციული ფაშიზმი“ და კობახიძის მიერ წარმოთქმული -  „ფაშისტი“ და „ჰოლოკოსტის“ გამო, რეპუტაცია შელახულია ქართველობა და  საქართველოს სახელმწიფო!“ - მოსაზრება
09-10-2018, 21:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაკომუნისტარმა, „გადემოკრატებულმა“ და გაპუტჩისტებულმა შევარდნაძემ, 1992 წელს პრეზიდენტ გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, მის 1 წლიან მმართველობას „პროვინციული ფაშიზმი“ უწოდა, რითაც მიზეზ-საბაბი მისცა საქართველოს მტრებს („დაბნეულ მოყვრებსაც“), რომ რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაღვივებულ ეთნიკურ, სისხლისმღვრელ კონფლიქტებში ქართველები დაედანაშაულებინათ, რამაც სეპარატისტებს ქართველთა ეთნოწმენდის განხორციელების „გამართლების“ საშუალება მისცა!..

 

 

დღესაც, ქოცი კობახიძის მიერ, ოპონენტების (არა აქვს მნიშვნელობა, ვის მიმართ!) მისამართით ნათქვამი ტერმინები, - „ფაშიზმი და ჰოლოკოსტი“, - უწინარესად დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, რადგანაც თუ ქვეყნის შიგნით „ფაშისტები“ და „ჰოლოკოსტის“ პოტენციური განმახორციელებელი პოლიტიკური ძალები არსებობენ, მაშინ რა საფუძველი და პრეტენზია აქვს ამგვარ სახელმწიფოს, რომ მოახდინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაითანხმოს ეთნიკური აფხაზები და ოსები, რათა ერთიან სახელმწიფოში იცხოვრონ „მოფაშისტო“ და „ჰოლოკოსტის მომწყობ“ ხალხთან ერთად, რომლის წიაღშიც არსებობენ, ეს „შავი-მოყავისფრო“ ძალები???!!! ასეა, ქოცების დიდი უმრავლესობა, შევარდნაძის „მოქკავშირის“ სულიერი შვილები არიან, ისევე, როგორც ნაცების, რომლებმაც თავი საკუთარი ხალხის დაჩაგვრით გამოიჩინეს, თორემ უცხოსთან კურდღლები იყვნენ!.. კობახიძე, ბიძიკო, გერმანიაში განასწავლები ყოფილხარ, კომკავშირს არ მოსწრებიხარ და რანაირად დაემსგავსე ასე ზედმიწევნით 20-30-40 იანი წლების „კამსამოლებს“?! დაიმახსოვრე, - „ენაზე მოსულ სიტყვასა, განა ყველასა თქმა უნდა“, - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდები, ბატონო ჩემო!!! – „Fერშტეინ“???

 

პოლიტოლოგი,

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი