შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიკი ჰეილიმ გამოაცხადა, რომ პოსტიდან მიდის. დონალდ ტრამპმა, რომელიც ოვალურ ოფისში ჰეილის გვერდით გამოჩნდა, განაცხადა, რომ ელჩი ნიკი ჰეილი „ძალიან წარმატებული“ იყო და მან „დაუჯერებელი სამუშაო“ გასწია.
46 წლის სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა - ტრამპის კაბინეტში წარმოდგენილ ძალზე მცირერიცხოვან ქალთაგან, ერთ-ერთმა - რომელიც 2 წლის განმავლობაში მსახურობდა ელჩის პოსტზე, მისი წასვლის მიზეზი არ დაასახელა, მაგრამ უარყო სპეკულაციები, რომ იგი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ჰეილის შემცვლელს ორ-სამ კვირაში დაასახელებს.
პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი ელჩის პოსტზე მისი უშიშროების საბჭოს ყოფილი მრჩევლის მოადგილის, დინა პაუელის კანდიდატურას განიხილავს და დაამატა, რომ მისი ქალიშვილი ივანკა „დინამიტი იქნებოდა“, როგორც ელჩი, მაგრამ თუკი მასზე გააკეთებდა არჩევანს, მას ნეპოტიზმში დასდებდნენ ბრალს.
მოგვიანებით ივანკამ თავისი კანდიდატურა გამორიცხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.