„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის შექმნილია არათანაბარი პირობები, რაც პირველ რიგში, ფინანსური წნეხით გამოიხატება.
„ერთადერთი იმედი ივანიშვილისა, რომ მოხდეს ჩემი ჩაბლოკვა 28 ოქტომბრის არჩევნებში, ტრადიციულად, ფინანსური წნეხია. კვლავ აკრძალულია ჩვენი დაფინანსება, საარჩევნო კრედიტის გაცემა და რა თქმა უნდა, თოვლის ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები. მე დღეს, მაინც საცდელად, გავაგზავნე ყველა ბიზნეს-სეგმენტში, ბანკებში წერილი იმის შეხსენებით, რომ სწორედ მათი დაღუპულია საქართველო, სწორედ მათი ყაჩაღური ფინანსების შედეგად მიდიოდნენ და მოდიოდნენ ხელისუფლებები, რომლებიც მერე მათვე ძარცვავდნენ და სანამ ასე გააგრძელებენ, ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომა არ იქნება. რა თქმა უნდა, არც კრედიტს მომცემენ, რაც კანონით მეკუთვნის; რა თქმა უნდა, არც შემოწირულობები არ იქნება - სხვა შემთხვევაში, მათი ნასახი აღარ დარჩება. ერთი რამ მინდა ვთხოვო ჩვენს დიდებულ ხალხს - მეგობრებო, 28 ოქტომბერს შეგვიძლია ჩამოვირეცხოთ ივანიშვილისგან მოკერებული იარლიყი იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხი ფულის მიხედვით Zlevs ხმას - არა იდეის მიხედვით, არა მომავლის მიხედვით, არა შვილების ინტერესების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, ვინ რას გადაუხდის. აი, ეს ტალახი, ეს ლაქა, რომელიც მოგვცხო ამ დაბინძურებულმა არსებამ, ნარკობარონმა, ჩვენ 28-ში შეგვიძლია ჩამოვირეცხოთ. ამის ჩამორეცხვა კი, შეიძლება ერთადერთი გზით - შალვა ნათელაშვილისთვის ხმის მიცემით", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.