თოვლის ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები, აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი და ხაზს უსვამს, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც თავად, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ფინანსური წნეხის ქვეშაა.
„ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ, რომ არამარტო სახელისუფლებო კანდიდატს, არამედ მთელ რიგ კანდიდატებს ფინანსური რესურსები არ აკლიათ. ჩვენი რესურსი, ჩემი კაპიტალი, ჩემი სიმდიდრე 25 წელია ეს არის უფლება, თვალებში შევხედო ჩემს ხალხს და ეს არის ის უანგარო ხმები, რომელსაც 2 ათეული წლის მანძილზე ჩვენი მართლაც ოქროს ფენისგან ვიღებთ. ის ხალხი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ხმას გვაძლევდა, არის სწორედ აი, ის აღმაშენებლის საქართველო და აი, ის მომავლის საქართველო - ისინი არიან სწორედ ის დიდგორელები, სწორედ ის მარაბდელები, სწორედ ის მარტყოფელები, სწორედ ის დადიანები, რომლებიც სამშობლოს არასდროს ფულზე არ ყიდდნენ. სწორედ მათზე იდგა, იდგება და გააგრძელებს ყოფნას ჩვენი ქვეყანა. მთავარია ჩვენ დავირაზმოთ და მივაფურთხოთ ეშმაკის ვერცხლს, რომელსაც ეს ჭორვილელი ეშმაკი აპირებს რომ დაარიგოს", აცხადებს შალვა ნათელაშვილი და დასძენს:
„ქართული ოლიგარქია წარმოადგენს ბოროტმოქმედთა განსაკუთრებულ კასტას, რომელთაც არ აქვთ სამშობლო, არ სწამთ ღმერთის, არ აქვთ სიყვარული თავისი ხალხისა და საერთოდაც, მე ასე ვეჭვობ და მათი ღმერთი ის ცოდვიანი მწვანე დოლარია, რომლესაც ჩვენი ხალხის ცოდვით, უმაღლესი არაადამიანური გადასახადებით, ეკონომიკის, ეროვნული სიმდიდრის მითვისებით, განათლების, ჯანდაცვის სფეროში წაგლეჯილი მილიონებით ადგენენ და მერე ამას ექაჩებიან ოფშორულ ზონაში".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.