„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ სხვა 9 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „ფეისბუქის“ გადაცემა „სთორიში“ სტუმრობისას მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში სწავლის პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ეს იყო „ბრწყინვალე და ფანტასტიური“ უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა "კაგებესთან“ და ამ სკოლაში სტუდენტი სიღრმისეულ განათლებას იღებდა.
„ეს იყო ბრწყინვალე, მსოფლიო დონის სასწავლო დაწესებულება, სადაც უნიკალურად მოფიქრებული სასწავლო პროგრამა იყო, მათ შორის ენების“, აღნიშნა ვაშაძემ და დაამატა, რომ მოსკოვში სწავლის დასაწყებად ჩასული მშობლიურის გარდა თავისუფლად ფლობდა რუსულ და ინგლისურ ენებს, ხოლო ერთ წელიწადში, პირველი კურსის დახურვის შემდეგ, უკვე პორტუგალიურ ენაზეც გამართულად საუბრობდა.
„რა თქმა უნდა შეცდომებს ვუშვებდით, მაგრამ ჩვენ უკვე შეგვეძლო [პორტუგალიურ ენაზე] კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამას მიემატა ესპანური და რაც შეეხება საგნებს, არაფერი მე არ მისწავლია იმ ინსტიტუტში ან არაფერი არ უცდიათ რომ ჩემთვის ესწავლებინათ - მაგალითად, ძალიან გული მწყდება, რომ ზემოდან, ქედმაღლურად ვუყურებდი სამოქალაქო სამართალს, როგორც აღმოჩნდა, სამოქალაქო სამართალი ყველა ადამიანს სჭირდება, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს - არაფერს არ გვასწავლიდნენ ჩვენ, რაც შემდეგ მე ცხოვრებაში არ გამომადგა. თან გვასწავლიდნენ სიღრმისეულად და განსხვავება ის იყო, რომ რადგან ამზადებდნენ დიპლომატებს, არის ახლა პროვინციალური ის, რომ ის „კაგებეს“ ფილიალი იყო და ესე. ისიც არ ესმით, რომ „კაგებეს“ ოთხი თავისი სასწავლებელი ჰყავდა, სადაც ამზადებდნენ და შეურაცხყოფად ითვლებოდა ჩვენ ინსტიტუტში ვიღაცას თუ ამას შესთავაზებდნენ, იმიტომ რომ, როგორც წესი, სთავაზობდნენ იმას, ვინც წყალწაღებული იყო აბსოლუტურად და სწავლა არ შეეძლო. ამიტომ, არაფერი არ უსწავლებიათ ჩემთვის იქ, რაც შემდეგ ცხოვრებაში არ გამომდგომია. გვასწავლიდნენ სიღრმისეულად, როგორც უკვე გითხარით და მთავარი ის იყო, რომ თავისუფალი აზრი სუფევდა... ყველაფრის ნება გვქონდა დართული. შენ შეგეძლო სოციალიზმის, ნუ რა სოციალიზმის, ეს შეურაცხყოფა არის ამ სიტყვის, ბოლშევიზმის ყველა პოსტულატის სადისკუსიოდ გახდომა და პედაგოგი ამას არათუ არ გიშლიდა, არამედ პირიქით, ახალისებდა სტუდენტებს ამისაკენ. ამიტომ იყო, რომ ფანტასტიური სკოლა იყო, რა თქმა უნდა, დიპლომატიური, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერ და გაცილებით უფრო რესურსიან დასავლურ დიპლომატიას ხშირად უგებდა მხოლოდ და მხოლოდ ამ თავისი ინტელექტუალური ბარგით“, განაცხადა ვაშაძემ და შეკითხვაზე, დღეს რომ მის ქალიშვილს რუსეთში სწავლის სურვილი გაუჩნდეს, როგორი იქნებოდა მისი რეაქცია? - ასე უპასუხა: „უკიდურესად უარყოფითი“. მან აღნიშნა, რომ თავის 12 წლის ქალიშვილს რუსეთის არც ერთ უნივერსიტეტში არ გაუშვებდა სასწავლებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.