ქალბატონი სალომე გახლდათ ჩვენი კომიტეტის - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი ბოლო ორი წლის განმავლობაში და მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის არის განსაკუთრებით პრინციპული, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ენას, განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მარნეულში, სადაც „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა.
ჯაშის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე პრინციპულია ეროვნული უმცირესობების უფლებებს და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხთან დაკავშირებითაც.
„მისი პრინციპულობა ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი, როდესაც ის გახლდათ პირველი, რომელიც პრაქტიკულად, აკრიტიკებდა უსამართლო რეჟიმს ჩვენ უახლოეს წარსულში. მე დიდი სიამოვნებით ვუერთდები ქალბატონი სალომეს კამპანიას, მხარდაჭერას და დარმწუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე გახდება ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი. მან უკვე გააერთიანა ჩვენი დიასპორა, როდესაც მისი დიდი ძალისხმევით საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი. ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, მათი მოქალაქეობის საკითხი იყო მნიშვნელოვნად გადაჭრილი პრობლება, რომელიც გახლდათ სწორედ ქალბატონი სალომეს დამსახურება", განაცხადა მარიამ ჯაშმა სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.