სალომე ზურაბიშვილი: ყველა ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ, არის დასაცავი და ყველა იქნება დაცული პრეზიდენტის მიერ
10-10-2018, 14:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

 

სალომე ზურაბიშვილი დღეს ქვემო ქართლის რეგიონში - მარნეულში, ბოლნისში და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

 

 

„მე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა დასრულდება ჩემი ექვსწლიანი მანდატი აქ ჩამოვალ და ქართულად გესაუბრებით არა იმიტომ, რომ არ უნდა გქონდეთ განსხვავებული ენა. ყველა ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ არის დასაცავი და ყველა იქნება დაცული პრეზიდენტის მიერ. ვინ, თუ არა მე უნდა ვიყო ენის და იდენტობის დამცველი.

 

 

გავიზარდე საფრანგერთში, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ შევინარჩუნე ქართული ენა. ყველა, ვინც აქ არის ან აზერბაიჯანული ან სომხური წარმოშობის ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავის შვილებს თავისი ენა ასწავლოს. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ყველანი ვართ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და გვინდა, რომ ამ სახელმწიფოში ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. მომავლის გზა არის სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა, რომელიც ყველა გზას ხსნის წარმატებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის, უცხოეთში და სრული ინტეგრაციისთვის. ინტეგრაცია ნიშნავს თანასწორობას, სრულ თანასწორობას. მე, სწორედ ეს ვისწავლე საფრანგეთში, თუმცა ქართული ენით, ტრადიციებით და ოჯახით გავიზარდე. ეს არის თანასწორობა, რომელსაც გთავაზობთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ბევრად მეტი, რომ ქართული ენა თქვენთვის იყოს ადვილი შესასწავლი და ადვილად ხელმისაწვდომი. მე, ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამ საკითხს დაიცავს და მიხედავს. სწორედ ეს არის ის ბალანსი, თანასწორობა და ტოლერანტობა, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის მთავარი ძალა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი