„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ სხვა 9 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „ფეისბუქის“ გადაცემა „სთორიში“ სტუმრობისას საჯარო სკოლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „სახელმწიფოსთვის საშუალო სკოლა უნდა იყოს თითქმის არსებობის აზრი“.
მან სკოლებში სპორტული ცხოვრების გააქტიურების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ საშხაპეების და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურის არარსებობა ამის ხელისშემშლელი არ უნდა იყოს, რადგან მისი თქმით, არც მისი ბავშვობის დროს იყო საშხაპეები, მაგრამ ეს სრულებით არ უშლიდათ ხელს აქტიური სპორტული ცხოვრებით ეცხოვრათ.
„ამაზე ერთმა ბრჭყალებში „ბრძენმა“, გამომიცხადა საშხააპები არ იქნებაო. კაცო, სად იყო ჩვენ დროს საშხაპეები, არ გავდიოდით ფეხბურთის მოედნიდან და საღამოს წყნეთში დაგასხამდნენ ტაშტიდან წყალს და ეგ იყო და ეგ, მაგრამ სამაგიეროდ, გავიზარდეთ ისე, რომ ჩემ ასაკში 10 კილომეტრის გარბენა შემიძლია და 25 წლის ვინმე შემეჯიბროს აბა. არ შეიძლება ასე...“, განაცხადა ვაშაძემ.
„5-6 წლის ასაკში ბაშვმა არ იცის რა აინტერესებს. ბავშვმა თუ არ გამოსცადა სპორტის რამდენიმე სახეობა, ბავშვმა თუ არ სცადა ხატვა, არ სცადა ძერწვა, არ სცადა მუსიკა, არ სცადა რაღაც კიდე, არ ვიცი, ჭადრაკი, მას არ ეცოდინება მოსწონს თუ არა. ბავშვი თუ ოპერის თეატრში არ მიიყვანე და არ მოასმენინე ოპერა და არ აჩვენე ბალეტი, მას სიცოცხლეში არ ეცოდინება მოსწონს თუ არა. სახელმწიფოსთვის საშუალო სკოლა უნდა იყოს თითქმის არსებობის აზრი. მესმის რომ უზარმაზარი გაჭირვება არის, მესმის რომ მოქალაქეების 90%-ზე მეტი სიღარიბეშია ან სიღატაკის ზღვარზეა. ისიც მესმის, რომ... მაგრამ, ეხლა 3 ლარად რომ არ წახვალ რაგბის საყურებლად, როდესაც შენი ნაკრები თითქმის პირველ ათეულში შევიდა უკვე, აი, აბსოლუტურად გაუგებარია, ხანდახან უფულოდ უშვებენ საერთოდ. და რახან დღეს მშობლებს საშუალება არ აქვთ, ეს ტვირთი უნდა აიღოს თავის თავზე სახელმწიფომ.
მე თქვენ გეტყვით ერთ რაღაცას, ჩვენი საშუალო სკოლა ამზადებს ვისაც გინდა, მაგრამ არ ამზადებს ადამიანს, რომელიც მზად არის იცხოვროს 21-ე საუკუნეში. ქართული ლიტერატურა გვინდა? აუცილებლად გვინდა. გეოგრაფია გვინდა? აუცილებლად გვინდა. საქართველოს ისტორია გვინდა? აუცილებლად გვინდა, იმიტომ რომ, ეს აყალიბებს ქართველს. მაგრამ ეკონომიკის საფუძვლები გვინდა? რა თქმა უდა, გვინდა. ბავშვი ბაიბურში არ არის დღევანდელი ეკონომიკა რა არის. არ ესმის. არ ესმის, რა არის ბირჟა, არ ესმის რა არის აქცია, არ ესმის როგორ ფუნქციონირებს ბანკი, რა განსხვავება არის ნაღდ ფულს და საკრედიტო ბარათს შორის, რომელიც მშობელმა შეიძლება ჯიბეში ჩაუდოს. წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს ბიუჯეტი როგორ დგება, როგორ ნაწილდება და რა არის ეკონომიკის ზრდა... პროგრამირება არ უნდა იყოს? როგორც უცხო ენებს ვასწავლით ბავშვებს, პირველივე კლასიდან, საქართველოს ნებისმიერ სკოლაში ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ პროგრამირების სწავლება, იმიტომ რომ, 21-ე საუკუნის ეკონომიკა თითქმის მთლიანად გადავა ინტერნეტში. თუ მოვედით ხელისუფლებაში, ამას დავიწყებთ და მესამე, ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის აუცილებლად. ყველა სკოლაში, ყველგან საჭირო არის რამენაირად დაფინანსებით, სპორტული პროგრამების შემოღება - ყოველდღე რომ 45 წუთი, 1 საათი რაღაცას აკეთებდეს ბავშვი. ამაზე ერთმა ბრჭყალებში „ბრძენმა“, გამომიცხადა საშხააპები არ იქნებაო. კაცო, სად იყო ჩვენ დროს საშხაპეები, არ გავდიოდით ფეხბურთის მოედნიდან და საღამოს წყნეთში დაგასხამდნენ ტაშტიდან წყალს და ეგ იყო და ეგ, მაგრამ სამაგიეროდ, გავიზარდეთ ისე, რომ ჩემ ასაკში 10 კილომეტრის გარბენა შემიძლია და 25 წლის ვინმე შემეჯიბროს აბა. არ შეიძლება ასე...
350 მილიონი რომ იხარჯება ვითომ ქართულ ფეხბურთზე, 4 თუ 5 წლის განმავლობაში და 99-ე ადგილზე ვართ და ანდორას რომ მოვუგებთ ორგაზმი გვემართება, მაგის მაგივრად ეს ფული ისლანდიასავით უნდა მოხმარდეს ბავშვების სკოლებს. არ არის ყველგან ველოსიპედის მოგონება საჭირო, მით უმეტეს თუ ამ ველოსიპედს კობიაშვილი და კალაძე იგონებენ. იმიტომ რომ, იმ ველოსიპედს არც ბორბლები ექნება და არც საჭე და საერთოდ აღარ იქნება ველოსიპედი. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია ჩვენთან, რომ სკოლა არის მე-17 ადგილზე და უნდა იყოს პირველ ადგილზე. ბისმარკის არ იყოს, ომს იგებს მასწავლებელი და ახალი სისტემის შაშხანა“, თქვა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა „სთორიში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.