წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
10-10-2018, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და მეთოდების გაცნობის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

 

შეხვედრას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ესწრებოდნენ.

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა და აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს დეტალური ინფრომაცია მიაწოდეს ღონისძიებების სწორად ჩატარების შესახებ.

 

 

შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვებიან.

 

 

კამპანია ითვალისწინებს მოსახლეობის ინფორმირებას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ და ხელს შეუწყობს მავნებლის შემცირებას.

 

 

შეხვედრაზე სპეციალისტებმა ისაუბრეს მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად, მინიმუმამდე შემცირდეს აზიური ფაროსანას მიგრირება საცხოვრებელ სახლებში. აგრეთვე, თვალსაჩინოებისთვის საკარმიდამო ნაკვეთში დაამონტაჟეს პრეპარატით გაჯერებული ბადე, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა და განადგურება. 2018 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ იმერეთის რეგიონში 233 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი