საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზრდება და ეს როგორც ასაკობრივ პენსიას, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეხება.
მისივე თქმით, ასევე გაიზრდება 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსიაც.
პენსიის ზრდის საკითხს ოპოზიცია ეხმაურება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 125 ათასი შშმ პირი პენსიის ზრდის გარეშე რჩება.
„მოხდა პენსიების ზრდა მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე და 125 ათასი შშმ პირი დატოვეს პენსიის ზრდის გარეშე. 2015 წლის შემდეგ, მათ არ მომატებიათ არც ერთი თეთრი. ეს ბიუჯეტი არის ფიქტიური ბიუჯეტი, ტყუილია, რომ იზრდება 300 მილიონით. დაახლოებით, 300 მილიონი გადამალული აქვთ და ვინც ბევრს იყვირებს, დეკემბერში იმათ მისცემენ ფულს. ამ ადამიანებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდას სჭირდება მხოლოდ 30 მილიონი ლარი", აცხადებს რომან გოცირიძე „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.