„ჩვენი კანდიდატის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ზუსტადაც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
„სალომე ზურაბიშვილმა ჩვენს ოპონენტებს შესთავაზა ევროპული საარჩევნო კამპანია, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათ ან ვერ, ან ჩემი ვარაუდით უფრო, არ გაიგეს ეს შეთავაზება და მთელი თავისი საარჩევნო მარათონი ააგეს ე.წ შავ პიარ კამპანიაზე, ტალახის სროლაზე, სიბინძურეზე. მე, რა თქმა უნდა, დეტალებში არ შევალ, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება ბრძენია. მას თავად შეუძლია საკმაოდ კარგად გაარჩიოს სიმართლე სიყალბისგან და რაც მთავარია, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოება არასდროს არ დაუბრუნდება შავბნელ წარსულს. ჩვენ, ჩვენმა საზოგადოებამ, ხალხმა კარგად იცის, რომ ვერანაირი ნიღაბი, ვერანაირი დანაწევრება ვერ უშველის იმ ძალას, რომელიც იყო შემოქმედი და ავტორი ძალადობრივი ქმედებების. მე ამის მწამს და ამიტომ ვამბობ თქვენი თანდასწრებით“, განაცხადა მეშველიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.