გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიის სკოლას კომპიუტერული ტექნიკა, ქართულენოვანი წიგნები და სპორტული ინვენტარი გადასცეს
10-10-2018, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი სოფელ ყარათაკლიის საჯარო სკოლას ესტუმრა.

 

 

სუბარმა სკოლას გადასცა კომპიუტერული ტექნიკა და ქართულენოვანი წიგნები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ მოგებული 3 000 ლარით იქნა შეძენილი.

 

 

გარდა ამისა, სკოლას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპორტული ინვენტარი უსახსოვრა.

 

 

ღონისძიებას გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რქმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი