„ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაფუძნებლი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ მან ზაზა ოქუაშვილის ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიასთან შეხვედრა დააორგანიზა. როგორც ყიფიანი თბილისის პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ჩვენებაში აცხადებს, ივანიშვილთან შეხვედრა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა.
„იმ პერიოდისათვის კომპანიის საქმიანობისას პრობლემატური იყო უცხოური კომპანიების მხრიდან დემპინგური ფასები, რაც საფრთხეს უქმნიდა თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას და შესაბამისად საფრთხე ექმნებოდა ომეგა ჯგუფის საქმიანობას და დასაქმებულ მუშახელს. ამ მიზნით მე დავაორგანიზე შეხვედრა იმდროინდელ ბიზნესომბუდსმენითან გიორგი გახარიასთან და აგრეთვე ბიძინა ივანიშვილთან....
რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მასთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით. ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა. საუბარი შეეხო ზოგადად ქართულ წარმოებასა და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველასთვის ცნობილია ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ, ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული. მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართული თამბაქოს წარმოების განვითარების შესახებ. კერძოდ, იდეა შეეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას, რაც დიდ ინვესტიციას მოითხოვდა და რაზეც ბიძინა ივანიშვილმა დახმარება აღუთქვა. კერძოდ, განუმართა, რომ ზაზა ოქუაშვილს შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა, გაეწერა, როგორ ესახებოდა ქართული თამბაქოს განვითარება, რაც თავის მხრივ, შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს და ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას, რომ დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს", აცხადებს ლევან ყიფინია. როგორც იგი ჩვენებაში ამბობს, აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოების კუთხით არსებულ პრობლემებსა და „რაღაც კრედიტზეც" იყო.
„ცხადია, მე მქონდა პირადი დაინტერესებაც, რადგან ამ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში, მე ვხდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე, შესაბამისად ამ პროექტის განვითარებისათვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პირადად.
აღნიშნულ შეხვედრაზე რესტრუქტურიზაციაზე და ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან შპს „ოჯთ"-ის საგადასახადო დავალიანება როგორც მახსოვს იყო ხუთი თუ ექვს მილიონამდე და მის გადავადებასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ერთხელ უკვე განგვიახლდა შეჩერებული აქციზების გაცემა. ამავდროულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაგვივადა აღსრულების პროცესი და ხელს გვიწყობდა, რომ არ მომხდარიყო კომპანიის საქმიანობის შეფერხება და ხალხი უმუშევრად არ დარჩენილიყო. მე მსგავსი ხასიათის შეხვედრა დავაორგანიზე ასევე იმდროინდელ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელმაც ასევე გამოთქვა მზაობა, რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდა, რომ ქართული წარმოება არ შეჩერებულიყო, მოხდებოდა რესტრუქტურიზაცია იმ პირობით რომ ომეგა ჯგუფი დავალიანების დაფარვის პროცესს დაიწყებდა. ამავდროულად, ამ შეხვედრაზე ზაზა ოქუაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მომდევნო წლებში მოხდებოდა წარმოების გაზრდა და პირობას დებდა, რომ დასაქმებულთა რიცხვი გასამმაგდებოდა.
მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრომ 11-ჯერ მოახდინა გადავადება და თანხა მაინც არ იქნა ომეგას მიერ გადახდილი და ამავდროულად, ის იდეა, რაზედაც ზემოთ აღვნიშნე, რომ მომხდარიყო ბატონ ბიძინას მხარდაჭერით საერთო ბიზნესის წარმოება არ განხორციელდა, მე დავტოვე ომეგა ჯგუფი და გარკვეული პერიოდი აღარ დავდიოდი ოფისში, წასული ვიყავი კომპანიიდან", აცხადებს ლევან ყიფიანი ჩვენებაში, რომელიც დღეს თბილისის პროკურატურამ გაასაჯაროვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.