10 ოქტომბერი - ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე, აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიკიქური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს.
ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბაკურაძემ და მედიკოსებმა მედიცინის ამ დარგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და არსებულ გამოწვევებსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტიგმაზე გაამახვილეს ყურადღება.
ცენტრის ბენეფიციარების შემოქმედებით ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიება ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მობილიზებას ისახავდა მიზნად.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.