ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა
10-10-2018, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯუნგლი გოდერიძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამირან კინწურაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ლეილა კინწურაშვილმა დაწესებულების მედპერსონალს სოციალურ პროგრამაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები გააცნო და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ახალი დადგენილება ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის" დამტკიცების შესახებ, საკრებულომ 2018 წლის 17 აგვისტოს მიიღო და მასში ხონის სოციალური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის 2018 წლის სამოქმედო გეგმაში გაწერილი პრობლემეტური საკითხები აისახა.

 

 

ცვლილებები შეეხო არსებულ პროგრამებს და დამატებით ძალადობის მხვერპლის სტატუსის მქონე ქალების, 15 წლამდე შშმ ბავშვთა საკურორტო მომსახურების, 18 წლამდე ასაკის მქონე სმენადაქვეითებულ ბავშვთა და პირველი ჯგუფის მქონე უსინათლოთა დახმარების პროგრამების ამოქმედება გახდა შესაძლებელი. საინფორმაციო შეხვედრები, ცვლილებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში გაგრძელდება.

 

 

ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი