გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში სასმელი წყლის ჭაბურღილისა და 500 მ3 რეზერვუარის მოწყობა დაიწყო.
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით გაკეთდება მაგისტრალური და შიდა მილსადენი და მოხდება მოსახლეობის გამრიცხველიანება.
პროექტი რეგიონული ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 150 000 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა სრულად მოუგვარდება.
ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.