„შენების მოძრაობის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთების სურვილი ჰქონდა, შეეძლო ეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაეკეთებინა, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული ჩანაწერის გაკეთების ინიციატივა პოპულიზმს უკავშირდება.მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო ჩანაწერისთვის ცხრა წელი ჰქონდა, „ქართულ ოცნებას“ კი ორი.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინ შეუშალა ხელი ამ ტიპის საკითხების იქ ჩაწერაში. ახლა ყველა პოპულიზმით არის დაკავებული, ახლა რომ ითხოვენ რაღაცების იქ ჩაწერას, ეს არ არის სწორი პოლიტიკა. მარიხუანას კულტივაცია და მარიახუანათი ეკონომიკის აღორძინება ეს არის უგუნურობის მწვერვალი. „ქართული ოცნების“ მთავრობამ არ ვიცი საიდან მოიტანა ასეთი სისულელე და ახლა ამაზეა ერთი ჟივილ-ხივილი. სრულიად ცალსახაა, ამაზე უდიდესი შეცდომაა დაშვებული. მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის ნაცვლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და მისი რეგულაციების დადგენის ნაცვლად, მთავრობამ გაუტია სადღაც სრულიად სხვაგან და ამითი გამოიწვია ეს აურზაური.
კონსტიტუციაში თუ ვინმეს რამის ჩაწერა შეეძლო, ცხრა წლის განმავლობაში ერთს ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ორი წელია მეორეს აქვს. კონსტიტუციაში ჩაწერა კი არაა საჭირო რაღაცების, არ უნდა გააკეთო დამატებითი სისულელეები“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.