ზუგდიდში უბერისა და გამარჯვების ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„სუბარუსა“ და „ფორდის“ მარკის ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი გაზგაყვანილობის სისტემას შეეჯახა, რამაც გაზის გაჟონვა გამოიწვია. მსუბუქი დაზიანება მიიღო „სუბარუს“ მძღოლმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ავარიის შედეგად გაზის მიწოდება ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩას შეუწყდა.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.