ნიკა გვარამია: ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ ჟურნალისტებს, იქნება ხელისუფლების სინდისზე
10-10-2018, 21:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჟურნალისტები და ტელევიზიის თანამშრომლები დღეს არიან დაუცველები და ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ მათ, იქნება ხელისუფლების სინდისზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

 

 

ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მან პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

 

 

ნიკა გვარამიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დღეს უნდა ატარებდეს საგანგებო ბრიფინგს და გმობდეს ძალადობას. 

 

 

„დღეს განმეორდა ძალიან მძიმე გადაცდომა, რომელიც პირდაპირ შეიძლება დავაკვალიფიციროთ სისხლის სამართლის ორი მუხლით, 154-ე მუხლით, რომელიც ეხება ჟურნალისტურ საქმიანობის შეფერხებას და 126-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ძალადობას. იგივე შემთხვევას ჰქონდა რამდენიმე დღის წინ ადგილი სამეგრელოში, როდესაც ჩხოროწყუს პოლიციის მაშინდელმა უფროსმა და მისმა ოჯახმა იძალადეს ეკა გაგუასა და ოპერატორ გიორგი კოხოძეზე და ამას ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება არ ჰქონია. ხელისუფლება ვალდებულია ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტები დაიცვას. საქმეც კი არ დაწყებულა, ჟურნალისტებიც არ დაუკითხავთ... ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის „რუსთავი 2-ს“ და მის ჟურნალისტებს, ახალისებს ამგვარ ქმედებებს ქვეყანაში. ჟურნალისტები და ტელევიზიის თანამშრომლები დღეს არიან დაუცველები და ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ მათ, იქნება ხელისუფლების სინდისზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ისიც, რაც მოხდა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომელიც ახალისებს არაჯანსაღ და ძალადობრივ კლიმატს სახელმწიფოში,“ განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას, რომლებიც რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ, ჩინეთის რკინიგზის 23 -ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი